ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება, ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციები და ინფრასტრუქტურული პროექტები
ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება, ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციები და ინფრასტრუქტურული პროექტები - აღნიშნული საკითხები დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ითქვა, რომ აჭარა ტურისტულ სეზონს სრულად მომზადებული ხვდება. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა შესაბამის უწყებებს კონკრეტული მითითებებიც მისცა.
