უმრავლესობის დეპუტატი გივი მიქანაძე ტაბულას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
უმრავლესობის დეპუტატი გივი მიქანაძე ტაბულას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. გამოცემა წერს, რომ თითქოს ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის გამო, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა შეიზღუდა. გივი მიქანაძე აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სესიაში ქართული ოცნების საპარლამენტო დელეგაცია სამი დეპუტატით იყო წარმოდგენილი და მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გამართა.