„ჯორჯიან ეარვეისი” განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან ეარვეისი” განცხადებას ავრცელებს და მედიაში გავრცელებული არასწორი ინფორმაციიდან გამომდინარე, განმარტავს პროცედურებს ჩარტერული რეისის შესრულებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ კერძო პირების ან ორგანიზაციების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს. “ჯორჯიან ეარვეისის” მენეჯმენტი აცხადებს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა.