პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომზე და ომის შედეგებზე იმსჯელეს
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომზე და ომის შედეგებზე იმსჯელეს. კომისიის წევრებმა მოუსმინეს შინდისის გმირის ძმას - ფრიდონ ზოიძეს., რომელმაც თქვა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოუცდელი ჯარისკაცები გაწირა. 2008 წელს განვითარებული მოვლენები გაიხსენა ნონა ყაულაშვილმა. რომელმაც თქვა, რომ ერედვში საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ ხელისუფლებამ მოქალაქეები არ გააფრთხილა. კოდორის ხეობაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს კომისიაზე სიმონ გასვიანმა და თორნიკე გერლიანმა.