პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება
პარლამენტის თავმჯდომარეს სოციალურ ქსელში დეტალური სტატისტიკა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, პოლონეთი და საფრანგეთი, ისევე როგორც ჯამურად ევროკავშირი, უფრო მეტ ქართველს ეუბნება უარს საზღვრის გადაკვეთაზე, ვიდრე პირიქით.შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დიპლომატიური წარმომადგენლობები იცავდნენ ვენის კონვენციას და არ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომელიც ყალბ აღქმებს ქმნის. შეგახსენებთ, გუშინ ჯერ პოლონეთის, შემდეგ კი საფრანგეთის საელჩომ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილეს, საქართველოში გამგზავრებამდე ის ფაქტორები შეაფასონ, რომლებიც შესაძლოა ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.
