მმართველი გუნდი ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებას აფასებს
მმართველი გუნდი ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ეს განცხადება ადასტურებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი კონკრეტული ქვეყნების მისაღებად მზად არ იყო. კიტ კელოგმა თქვა, რომ ამერიკული მხარე მზად არის რუსეთთან უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ნატოში არ შესვლის საკითხი განიხილოს. როგორც მან აღნიშნა, რუსეთს საკუთარ საზღვრებთან ნატოს გაფართოების საკითხი აშფოთებს. კელოგი ამბობს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.
