ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს როლი რეგიონში და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს როლი რეგიონში და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება - ამ საკითხებზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სტივ დეინსმა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის კუთხით. შეხვედრისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და ამის გარანტი საქართველოს ხელისუფლებაა. შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ პრემიერ მინისტრი და ამერიკელი სენატორი