საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ თუ ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარულ კრიზისს არ შეამსუბუქებს, ევროპამ ისრაელის მიმართ პოზიცია უნდა გაამკაცროს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ თუ ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარულ კრიზისს არ შეამსუბუქებს, ევროპამ ისრაელის მიმართ პოზიცია უნდა გაამკაცროს. მაკრონი ასევე აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გარკვეული პირობებით არა მხოლოდ მორალური მოვალეობაა, არამედ პოლიტიკურ აუცილებლობასაც წარმოადგენს. ამ განცხადებების გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ემანუელ მაკრონი ჰამასის მხარდაჭერასა და სისხლიანი თავდასხმების გამართლებაში დაადანაშაულა.
