შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების არჩევნებში სოროსის ფონდისა თუ USAID-ის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევას გმობს
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების არჩევნებში სოროსის ფონდისა თუ USAID-ის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევას გმობს. ევროპის საკითხებში საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე კიტ სელფი გამოეხმაურა პოლონეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს და აღნიშნა, რომ იქ კორუფცია და გარეშე ძალების ჩარევა დასტურდება. კონგრესმენის თქმით, ევროკავშირში პოპულისტი პარტიები იდევნებიან.