განათლების და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის წევრები საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ
განათლების და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის წევრები საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ. დეპუტატებმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მათ საჭიროებებს გაეცნენ. იმსჯელეს პრობლემატურ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.
