ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მოწესრიგდება და განახლდება ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას. პროექტის ფარგლებში განახლდება 13 ათას კვადრატულ მეტრზე მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები. ქუჩებზე მოეწყობა ახალი, სტანდარტების შესაბამისი ტროტუარები, უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები.
