დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალციხეში გასვლით სხდომა გამართა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალციხეში გასვლით სხდომა გამართა. მოისმინეს „აწარმოე საქართველოს“ საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში, 40 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა და მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაეწია. ისაუბრეს პრიორიტეტებზე, ასევე ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ პროგრამებზე.
