„ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“
ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით - „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“. ღონისძიებას 30 მდე ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტა წარმოადგენს ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მტკიცე საყრდენს. პრემიერის განცხადებით კი ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, იზრდება ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაშიც დიდ როლს ასრულებს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკა. კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
