ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში
ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში. კიტ კელოგმა თქვა, რომ ამერიკული მხარე მზად არის რუსეთთან უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ნატოში არ შესვლის საკითხი განიხილოს. როგორც მან აღნიშნა, რუსეთს საკუთარ საზღვრებთან ნატოს გაფართოების საკითხი აშფოთებს. კელოგი ამბობს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას. მმართველი გუნდის განცხადებით, მართლდება ეჭვები იმის შესახებ, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი კონკრეტული ქვეყნების მისაღებად მზად არ იყო. ოპოზიციას კი პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ვერსიები აქვს.