სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ აჭარაში სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ აჭარაში სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. პარალელურად კი მინისტრი აჭარის სხვადასხვა რეგიონში სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა. მინისტრმა სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის პროექტი გააცნო, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მოწყობას ითვალისწინებს.
