სევილიაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს
სევილიაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. ადგილობრივი ხელისუფლება თანამოქალაქეებსა და ტურისტებს დღის საათებში ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურა ქვეყნის სამხრეთში, მინიმუმ, პირველ ივნისამდე შენარჩუნდება.
