კანადაში ტყის ხანძარს ებრძვიან
კანადაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ნიუ ფაუნდ ლენდისა და ლაბრადორის პროვინციაში ხანძარმა ასობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ხანძრის კერებია ჩერჩილ-ფოლსთანაც, რის გამოც რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო ბრიგადები ავიაციის დახმარებით ცდილობენ.