2 ივნისს სტამბოლის მოლაპარაკებებზე ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებიც ჩავლენ და რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შეხვდებიან
2 ივნისს სტამბოლის მოლაპარაკებებზე ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებიც ჩავლენ და რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შეხვდებიან. ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განაცხადა. მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთს მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამ დრომდე არ წარუდგენია, რის გამოც უკრაინამ შესაძლოა მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვას.
