კიტ კელოგის განცხადება
ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, ამერიკული მხარე მზად არის რუსეთთან უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს NATO-ში არ შესვლის საკითხი განიხილოს. როგორც მან აღნიშნა, რუსეთს საკუთარ საზღვრებთან NATO-ს გაფართოების საკითხი აშფოთებს. ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ნატოში უკრაინის გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.
