2025 წლის აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7,5% შეადგინა
2025 წლის აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7,5% შეადგინა, მიმდინარე წლის ოთხ თვეში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი რვა 8,8%-ით განისაზღვრა. ზრდის წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მრეწველობამ, მშენებლობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებმა შეიტანა.
