პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოების განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება
პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოების განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. შალვა პაპუაშვილს დეტალური სტატისტიკა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, პოლონეთი და საფრანგეთი, ისევე როგორც ჯამურად ევროკავშირი, უფრო მეტ ქართველს ეუბნება უარს საზღვრის გადაკვეთაზე, ვიდრე პირიქით. პირველი კანონმდებელი წერს, რომ მნიშვნელოვანია დიპლომატიური წარმომადგენლობები იცავდნენ ვენის კონვენციას და არ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომელიც ყალბ აღქმებს ქმნის. გუშინ ჯერ პოლონეთის, შემდეგ კი საფრანგეთის საელჩომ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილეს, საქართველოში გამგზავრებამდე ის ფაქტორები შეაფასონ, რომლებიც შესაძლოა ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.