სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ფუნქციონირება განაახლა
სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ფუნქციონირება განაახლა. ბაშარ ალ ასადის დამხობის შემდეგ ვაშინგტონმა სირიას სანქციები მოუხსნა და ქვეყნის გარდამავალ ხელმძღვანელობასთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა. დამასკოში ამერიკის ელჩის რეზიდენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიას სირიის საკითხებში თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი და სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაესწრნენ. სპეციალურმა წარმომადგენელმა ტომ ნარაკმა განაცხადა, რომ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან სირიის ამოღების შესახებ მალე დონალდ ტრამპი განცხადებას გააკეთებს
