2026 წელს საქართველოში გასამართი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაწყებულია
2026 წელს საქართველოში გასამართი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაწყებულია. სპორტის მინისტრმა, ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმში მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლე დაათვალიერა, სადაც კონტინენტის პირველობა უნდა ჩატარდეს. შეხვედრის დროს დაიგეგმა მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ჩატარდება. ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მეორედ ტარდება