საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა
საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, ხოლო იტალიის მხრიდან - მინისტრის პირველი მოადგილე ედმონდო ჩირიელი. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა განიხილეს ორი ქვეყნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები, საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საუბარი შეეხო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას
