პოლიტიკური შეფასებები კეთდება ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე
პოლიტიკური შეფასებები კეთდება ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთისგან მიჯნავს ქვეყნის და ბიზნეს ინტერესებს, რაც მის სახელმწიფოებრივ პოზიციაზე მიუთითებს. ბიძინა ივანიშვილმა ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი, გუშინ კიდევ ერთხელ განმარტა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ამერიკული მხარის მიერ დაწესებული არაფორმალური და ფორმალური სანქციების და პირადი შანტაჟის ფონზე, ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია
