პრემიერი: ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებას და სუვერენიტეტს
ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებას და სუვერენიტეტს - ეს პრემიერ-მინისტრის სიტყვებია. ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ იყო პროევროპული, არ ნიშნავს ანტიქართულს. „მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ისტორია, კულტურა და იდენტობა ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტსა და დემოკრატიაზე. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ვიქტორ ორბანი, რომელმაც ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრის როლზე ქვეყნის განვითარებაში, ასევე ვრცლად ისაუბრა ევროკავშირსა და „დიფ სთეითის“ დამარცხების აუცილებლობაზე. კონფერენციის მონაწილეებს მიმართა დონალდ ტრამპმა. აშშ-ს პრეზიდენტმა ახალი ადმინისტრაციის მიზნებზე გაამახვილა ყურადღება
