კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ისაუბრა იმ ქვეყნის სახელით, რომელიც მტკიცედ დგას აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ისაუბრა იმ ქვეყნის სახელით, რომელიც მტკიცედ დგას აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე უმნიშვნელოვანესია, ერებს ჰქონდეთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და შეინარჩუნონ თავიანთი ფასეულობები
