პორტუგალიის ისტორიაში პირველად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტია „ჩეგა“ მთავარი ოპოზიციური პარტია გახდა
პორტუგალიის ისტორიაში პირველად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტია „ჩეგა“ მთავარი ოპოზიციური პარტია გახდა. მან მემარცხენე ცენტრის სოციალისტებს მანდატების რაოდენობით მნიშვნელოვნად გაუსწრო. როიტერსის ცნობით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პორტუგალიის პრემიერ მინისტრის ლუიშ მონტენეგრუს პარტიამ „დემოკრატიულმა ალიანსმა,“ 230 ადგილიან პარლამენტში 91 მანდატი მოიპოვა, ჩეგამ 60, ხოლო სოციალისტებმა 58.