გერმანიის კანცლერმა უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების, ტაურუსების გადაცემა არ გამორიცხა
გერმანიის კანცლერმა უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების, ტაურუსების გადაცემა არ გამორიცხა. ფრიდრიხ მერცმა გერმანულ მედიას განუცხადა, რომ ტაურუსების მიწოდება შესაძლებელია, თუმცა ეს სწრაფი შედეგის მომტანი არ იქნება, რადგან მათ გამოყენებას უკრაინა მხოლოდ ნახევარი ან ერთი წლის შემდეგ შეძლებს. რაკეტების სამართავად უკრაინელი ჯარისკაცების გადამზადებაა საჭირო, რაც დროს მოითხოვს. მერცი აღნიშნავს, რომ უკრაინას ისეთი დახმარება სჭირდება, რომელიც მას უახლოეს დღეებში მისცემს მტრის მოგერიების საშუალებას.
