უკრაინის შეიარაღებული ძალები სუმის ოლქზე ოკუპანტის ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ემზადებიან
უკრაინის შეიარაღებული ძალები სუმის ოლქზე ოკუპანტის ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ემზადებიან. ოფიციალური კიევის ცნობით, რუსეთმა კურსკის ოლქში 50 ათასი ჯარისკაცი განალაგა. უკრაინის სასაზღვრო სამსამსახურის სპიკერის თქმით, ოკუპანტს მასშტაბური შეტევის დასაწყებად საკმარისი ძალა ჰყავს მობილიზებული, ოკუპანტი უკვე აკონტროლებს სუმის ოლქის 4 დასახლებას. სასაზღვრო სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ რუსული დივერსიული ჯგუფების აქტივობა შეინიშნება ხარკოვის მიმართულებითაც. კიევის განმარტებით, სამხედრო გააქტიურება უკრაინაში ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონის შექმნის მოსკოვის გეგმებს უკავშირდება.
