გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ახლად რეაბილიტირებული ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ახლად რეაბილიტირებული ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ახალგაზრდულ ცენტრში ფუნქციონირებს სპორტისა და ხელოვნების წრეები, ჭადრაკის კლუბი. განთავსდა სპორტული სატრენაჟორო სივრცე. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
