სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან შეხვედრებს განაგრძობს
ლევან იოსელიანი დღეს გორის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და მეჯვრისხევისა და ახალუბნის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ის პრობლემები განიხილეს რაც ადგილობრივებს აწუხებს. მონიტორინგის შედეგები ომბუდსმენის ყოველწლიურ ანგარიშში აისახება.