ინფრასტრუქტურის მინისტრი შიდა ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი შიდა ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. უწყება რეგიონში საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების, ასევე წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლებში. მინისტრმა, ასევე, მოინახულა გორის წმინდა წყლის უბანში მდებარე სტადიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია, სადაც ახალი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.
