კახეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია შვიდი ადამიანი. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
