სიღარიბის დონე შემცირდა
2024 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წინა წელთან შედარებით, 2 მთელი 4 მეათედი პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9 მთელი 4 მეათედი პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით 2024 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.