პოლონეთის საელჩო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს, რომ საქართველოში გამგზავრებამდე ის ფაქტორები შეაფასონ, რაც შესაძლოა ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს
პოლონეთის საელჩო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს, რომ საქართველოში გამგზავრებამდე ის ფაქტორები შეაფასონ, რაც შესაძლოა ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს. საელჩო აფრთხილებს პოლონეთის მოქალაქეებს, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, შესაძლოა, მაღალი ჯარიმები დაეკისროთ. პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაუგებარია , რატომ გამოიტანა პოლონეთის საელჩომ მსგავსი დასკვნები.
