"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის განცხადება მის სახელმწიფოებრივ პოზიციაზე მიუთითებს. მმართველი გუნდის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთისგან მიჯნავს ქვეყნის და ბიზნეს ინტერესებს
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის განცხადება მის სახელმწიფოებრივ პოზიციაზე მიუთითებს. მმართველი გუნდის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთისგან მიჯნავს ქვეყნის და ბიზნეს ინტერესებს. უმრავლესობის წარმომადგენელთა თქმით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ივანიშვილის გუშინდელი განცხადებით, რომელიც ამერიკის საელჩოს საპასუხოდ გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი, კიდევ ერთხელ განმარტა. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ამერიკული მხარის მიერ დაწესებული ჯერ არაფორმალური, შემდეგ ფორმალური სანქციების და პირადი შანტაჟის ფონზე, ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია.
