პრემიერ მინისტრი ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
პრემიერ მინისტრი ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაციის მიმართ ერთგულება მტკიცეა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიუღებელია ორმაგი სტანდარტი, ქვეყნის იდენტობა კი პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე არ გაიცვლება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ვიქტორ ორბანი, კონფერენციის მონაწილეებს მიმართა დონალდ ტრამპმა.
