„ჩელსი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა
„ჩელსიმ“ კონფერენს ლიგის ფინალში ესპანური „ბეტისი“ ანგარიშით 4:1 გაანადგურა. შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გაიმართა. „ჩელსის“ შემადგენლობაში გოლები გაიტანეს ენცო ფერნანდესმა (65-ე წუთი), ნიკოლას ჯექსონმა (70), ჯეიდონ სანჩომ (83) და მოიზეს კაისედომ (90+1). „ბეტისის! შემადგენლობაში თავი გამოიჩინა აბდე ეზზალზულიმ (9). „ჩელსიმ“ პირველად მოიგო კონფერენს ლიგა. მანამდე ინგლისურმა კლუბმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2012, 2021), ევროპა ლიგა (2013, 2019), თასების მფლობელთა თასი (1971, 1998), უეფას სუპერთასი (1998, 2021) და ერთხელ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (2021).
