მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის კონკრეტული წინადადებების მომზადების შესახებ ისაუბრეს
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის კონკრეტული წინადადებების მომზადების შესახებ ისაუბრეს, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ცნობით, შტატების მთავარმა დიპლომატმა რუს კოლეგას, ომის დასრულებისთვის უკრაინასთან კეთილსინდისიერი მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ცნობით კი, მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზაობა, გააგრძელონ კონსტრუქციული დიალოგი რუსეთისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.