პროექტის „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა სკოლებში ვიზიტები და მოსწავლეებთან შეხვედრები დასკვნით ეტაპზეა
სამხედროები საქართველოს მასშტაბით 500-მდე სკოლას ეწვივნენ. ჯარისკაცებმა ერთ-ერთი ბოლო გაცნობითი შეხვედრა მეცხრე საჯარო სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან გამართეს და თავდაცვის ძალების ისტორიის, სტრუქტურის, სამხედრო განათლების მიღებისა და კარიერული წინსვლის, შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
