ჭიათურაში ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დასრულდა
ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრისა და ნეოუნივერსიტეტი Skillwill-ის თანამშრომლობით განხორციელებული პროგრამირების კურსები წარმატებით დასრულდა. თანამშრომლობა სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიმართულებას მოიცავდა. სწავლება მთლიანობაში 30-მა ახალგაზრდამ გაიარა. მონაწილეებმა არა მხოლოდ თეორიული მასალა შეისწავლეს, არამედ იმუშავეს რეალურ პროექტებზე და გაიარეს სტაჟირება პარტნიორ კომპანიებში.
