გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეროს განვითარების პროგრამის დელეგაციის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეროს განვითარების პროგრამის დელეგაციის წევრებს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ეროვნულ დონეზე განსაზღვრული დოკუმენტის შესრულებას, კლიმატის ცვლილების შერბილებას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე ყურადღება გამახვილდა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერაზე.
