ბათუმში ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების არქიტექტურული პროექტების გამოფენა მოეწყო
ბათუმში ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების არქიტექტურული პროექტების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ნამუშევრების მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზეთის თემატიკას დაეთმო. ორგანიზატორების თქმით, გამოფენა მნიშვნელოვანი პლატფორმაა ახალგაზრდა არქიტექტორებისთვის, რადგან ღონისძიების მიზანია ახალი თაობის პროფესიული ზრდა და მათი კრეატიული იდეების წარმოჩენა.
