პარლამენტი საქართველოში სტუმრად მყოფ თანამოქალაქეებს დიასპორის დღის ფარგლებში მასპინძლობს
პარლამენტი საქართველოში სტუმრად მყოფ თანამოქალაქეებს დიასპორის დღის ფარგლებში მასპინძლობს. სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილ საზოგადოებას პარლამენტის წევრებმა სიტყვითაც მიმართეს. დიასპორის წარმომადგენლები სიგელებითა და ჯილდოებით დასაჩუქრდნენ. ღონისძიება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართა.
