2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 ივლისამდე გაუგრძელდა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 ივლისამდე გაუგრძელდა. გადაწყვეტილებას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კომისიის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ამ დრომდე კომისიამ 30 ზე მეტი სხდომა გამართა და 100ზე მეტ ადამიანს მოუსმინა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კომისია უკვე აქტიურად დაიწყებს 2012 წლიდან ჩადენილი დანაშაულების გამოკვლევასაც.
