პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა გელა გელაძის საჯარო უწყებაში მუშაობის მრავალ წლიან გამოცდილებას და წარმატება უსურვა. ვახტანგ გომელაურს კი წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
