გერმანიის საელჩომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა
გერმანიის საელჩომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა. მასში საუბარია ბათუმში, 18 მაისს, მოქალაქე ვალერიან ქოჩიაშვილის მიერ ელჩის და მისი მეუღლის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ნოტაში წერია, რომ გერმანიის საელჩო ითხოვს, შესაბამისმა უწყებებმა გაატარონ ღონისძიებები ქოჩიაშვილის სისხლის სამართლებრივად რელევანტური ქმედებების წინააღმდეგ. მმართველი გუნდი დიპლომატის ორმაგ სტანდარტზე აკეთებს აქცენტს და ამის მტკიცებულებად კონკრეტული არგუმენტები მოჰყავს.