გზავნილები, რომლებიც დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილ მისალოც წერილშია, საქართველოს ხელისუფლებას პოზიტიურ მოლოდინს უჩენს
გზავნილები, რომლებიც დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილ მისალოც წერილშია, საქართველოს ხელისუფლებას პოზიტიურ მოლოდინს უჩენს. მმართველი გუნდი ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვას ელოდება და ამბობს, რომ ამ პროცესისთვის დონალდ ტრამპის პოზიცია და ის ასპექტები, რომლებიც მისალოც წერილშია ხაზგასმული, მნიშვნელოვანია. ყაველაშვილისთვის გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი წერს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები და რომ სამომავლოდ ელოდება ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით. ამერიკის პრეზიდენტის ამ წერილს პროტოკოლურს უწოდებენ ოპოზიციაში.
