ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზს, რომელიც უცვლელია, კიდევ ერთხელ განმარტავს
ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზს, რომელიც უცვლელია, კიდევ ერთხელ განმარტავს. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე წერს ამერიკული მხარის მიერ დაწესებულ ჯერ არაფორმალურ და შემდეგ, ფორმალურ სანქციებზე და ამბობს, რომ პირადი შანტაჟის ფონზე, ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა ელჩმა ამაზე უარი განაცხადა.
